AlgoDriven – ავტოტექნოლოგიური პლატფორმაა, რომლის სადილერო კლიენტები წარმოადგენენ ბრენდებს, მათ შორის Audi, BMW, Nissan და Volkswagen.
AlgoDriven მხარს უჭერს ავტომობილების დილერებს, ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს, რათა მოახდინონ ზუსტი იდენტიფიცირება მეორადი ავტომობილების. კომპანიის ძირითადი პროდუქტი, EvalExpert, აუმჯობესებს მანქანების წინასწარ შესყიდვის შეფასებას, რაც საბოლოოდ დილერებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ უფრო კონკურენტული ვაჭრობის გარიგებებით. სავაჭრო კომპონენტის შეფასებით, AlgoDriven-ის ტექნოლოგია ეხმარება ავტომობილების დილერებს და მწარმოებლებს გაყიდონ ასევე მეტი ახალი მანქანა ონლაინ რეჟიმში. მომხმარებლები ასევე სარგებლობენ უკეთესი, სწრაფი, უფრო პროფესიული გამოცდილებით, როდესაც სტუმრობენ დილერებს, რომლებიც იყენებენ AlgoDriven-ის ინსტრუმენტებს.
AlgoDriven-ის კლიენტებს შორისაა საავტომობილო დილერები, რომლებიც წარმოადგენენ საავტომობილო ინდუსტრიის თითქმის ყველა უდიდეს და პრესტიჟულ ბრენდს, მათ შორის Audi, BMW, Hyundai, Kia, Mercedes-Benz, Nissan, Toyota და Volkswagen. დღეს კომპანიის პროდუქტი რეგულარულად გამოიყენება 600-ზე მეტ მანქანის შოურუმში ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მალაიზიაში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ომანში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ბაჰრეინში, ყატარში, ერაყში, იორდანიაში, მაროკოში და შვედეთში.
კომპანია დაარსდა 2017 წელს დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. 2018 წელსკი AlgoDriven მონაწიელობდა ასევე OTF Wadi Accelerator-ის პროგრამაში, ხოლო 2019 წელს 500 Global-ის ინვესტიციაც მოიპოვა.