in

AI ტექნოლოგიით აღჭურვული სავაჭრო ასისტენტის პროვაიდერმა სტარტაპმა Faircado-მ, Pre-Seed Funding პროგრამაში €500 ათასი ევროს დაფინანსება მოიპოვა

ბერლინში დაფუძნებულმა AI ტექნოლოგიით აღჭურვული სავაჭრო ასისტენტის პროვაიდერმა სტარტაპმა Faircado-მ, Pre-Seed Funding პროგრამაში €500 ათასი ევროს დაფინანსება მოიპოვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები პროდუქტის შემდგომი განვითარებისა და მარკეტინგისთვი.

Faircado დაარსდა 2021 წელს ევოლენა დე უაილდ დ’ესტმაელისა და ალი ნეზამოლმალეკის მიერ, Faircado უზრუნველყოფს სავაჭრო ასისტენტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გლობალური ნარჩენების შემცირების მისიაში, ასისტენტი მუშაობს როგორც ბრაუზერის extension  აპი, რათა მომხმარებელს აჩვენოს მეორადი ალტერნატივები იმ ნივთებისთვის, რომლებსაც ისინი ონლაინ ყიდულობენ. აღნიშნული აპი ცენტრალიზებს ყველა მეორად შეთავაზებას თავის კატალოგში და ადარებს წინასწარ საკუთრებაში არსებული ნივთების ფასებს სხვადასხვა კატეგორიებში, ელექტრონიკისა და წიგნების ჩათვლით. სერვისი აქტიურდება ბრაუზერში მისი უფასო დაინსტალირების შემდეგ. როდესაც მომხმარებელი ეძებს საქონელს ბაზარზე, Faircado აჩვენებს ყველა მეორეულ ვარიანტს და აკავშირებს მომხმარებელს გადაყიდვის მაღაზიასთან.

აპი ამჟამად თავსებადია Google Chrome-თან, Mozilla Firefox-თან და Microsoft Edge-თან, ხოლო მობილურ აპლიკაციას 2023 წელს ვიხილავთ.

What do you think?