in

AI პროვაიდერმა, რომელიც ტყის ხანძრის აქტიური აღმოჩენისთვის ხელოვნური ინტელექტს იყენებს, Seires A დაფინანსების რაუნდში $20 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

Pano AI – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა AI პროვაიდერმა, რომელიც ტყის ხანძრის აქტიური აღმოჩენისთვის ხელოვნური ინტელექტის იყენებს, Seires A დაფინანსების რაუნდიდან $20 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა გააგრძელოს AI-ზე დაფუძნებული მიდგომა ხანძრის სწრაფი გამოვლენისთვის, ხელი შეუწყოს ბაზრის გაფართოებას სხვა მაღალი ხანძრის რისკის ზონებში ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, რათა დაიცვას სიცოცხლე, საზოგადოებები და გარემო ტყის ხანძრის საფრთხისგან.

მეტი დეტალისთვის გეტყვით, რომ Pano AI არის AI-ზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო სააგენტოებს რეალურ დროში ქმედითუნარიან დაზვერვასა და სიტუაციის ცნობიერებას, რათა კოორდინაცია გაუწიონ ინფორმირებულ სწრაფ რეაგირებას ტყის ხანძრებზე მათ ესკალაციამდე და დაიცავს სიცოცხლეს. დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში კომპანიამ თანამშრომლობა დაამყარა, მთავრობებთან, სახანძრო ორგანოებთან, სატყეო კომპანიებთან და სხვა კერძო მიწის მესაკუთრეებთან. Pano AI მუშაობს აშშ-ს ხუთ შტატში (კალიფორნია, კოლორადო, ორეგონი, აიდაჰო და მონტანა) და ავსტრალიის ორ შტატში (ახალი სამხრეთი უელსი და კუინსლენდი), კლიენტებთან, მათ შორის Xcel Energy, Portland General Electric (PGE), Holy Cross Energy, Big. Sky Fire Department, Aspen Fire Protection District, Forestry Corporation of NSW (ავსტრალია), Southern Cross Forests.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote