SteadyPay – ლონდონში შექმნილმა AI-ზე დაფუძნებულმა დაკრედიტების პლატფორმის პროვაიდერმა, Seed Funding $3 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.
SteadyPay არის პროგრესული დაკრედიტების პლატფორმა არასტაბილური შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის. AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტა აანალიზებს მომხმარებლის ღია მონაცემებს მათი კრედიტუნარიანობის პროგნოზირებისთვის. ამ პროგნოზების მიხედვით, კომპანია ავსებს პლატფორმის მომხმარებლის საბანკო ანგარიშს, თუ მათი შემოსავალი საშუალო თვიურ შემოსავალას ჩამოვარდება. ალგორითმი ითვლის, რამდენი თანხის სესხება შეიძლება კონკრეტულ კლიენტზე. საშუალო თვიური შევსება ერთ ადამიანზე არის დაახლოებით 250 ფუნტი, ხოლო მაქსიმალური ბალანსი, რომელიც მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს SteadyPay-ზე ნებისმიერ დროს, არ აღემატება 1000 ფუნტს.