Impact Observatory – ვაშინგტონში შექმნილმა AI-ზე დაფუძნებულმა გლობალური რუკების შემქმნელმა და დედამაწის გარსის მონიტორინგის კომპანიამ, Seed Funding რაუნდში $5.9 მლნ დოლარი მიიღო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა დააჩქაროს ბაზარზე გასვლა AI-ზე მომუშავე მონიტორინგის პროდუქტებისთვის მთავრობებისთვის და კომერციული მომხმარებლებისთვის და მიმდინარე კვლევისა და განვითარების (R&D) მცდელობებისთვის დამატებითი მონიტორინგის შესაძლებლობების შესაქმნელად, კომერციული სივრცის სრული სპექტრის გამოყენებით.
სტივ ბრუმბის, თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Impact Observatory არის მისიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფლობს ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმებს და მოთხოვნილ მონაცემებს მდგრადობისა და გარემოსდაცვითი რისკის ანალიზში მთავრობებისთვის, არაკომერციული ორგანიზაციებისთვია და კერძო კომპანიებისთვის. ის უზრუნველყოფს AI-ზე მომუშავე მონიტორინგის პლატფორმას, რომელიც იძლევა ქმედითუნარიან მონაცემებს, რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მიმღებთათვის მდგრადობის ინიციატივების შესასრულებლად.
მონაცემთა როგორც სერვისის (DaaS) პროდუქტი აერთიანებს კოსმოსურ მონაცემებს, რათა მოახდინოს ჩვენი ცვალებადი სამყაროს რუკა ბაზარზე უმაღლესი გარჩევადობითა და სიზუსტით.