IngredientWerks – მასაჩუსეტის შტატში დაფუძნებულმა agtech ტიპის სტარტაპმა, Seed Funding რაუნდში მორიგი ახალი დაფინანსება მოიზიდა, რომლის ოდენობაც არ გახმაურებულა.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Open Prairie და ARCH Venture Partners.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები მცენარეული, ბიოიდენტური ცხოველური ცილების ტექნოლოგების გასაუმჯობესებლად ცილოვანი საკვების ალტერნატიული ბაზრისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის მეტ პლავანის ხელმძღვანელობით, IngredientWerks სპეციალიზირებულია მოლეკულურ მეურნეობაში გენეტიკური ინჟინერიისა და მცენარეების მოწინავე მოშენების გამოყენებით. კომპანია 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს მცენარეთა ტრანსფორმაციას, რეკომბინანტული ცილების კულტივაციას, გადამუშავებას და დერეგულაციის გამოცდილებას, რათა განავითაროს მორგებული ცილის ინგრედიენტები ცილის ალტერნატიულ ბაზარზე.