in

agtech ტიპის ციფრული პლატფორმის პროვაიდერმა Smartwyre-მა, Series A რაუნდში $10,5 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა

Smartwyre – კოლორადოში დაფუძნებულმა agtech ტიპის ციფრული პლატფორმის პროვაიდერმა, Series A რაუნდში $10,5 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები კომერციული, პროდუქტის განვითარებისა და საინჟინრო გუნდების გაფართოებისთვის და პლატფორმის გაუმჯობესებისთვის.

დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ჯონ ბრუბეიკერის ხელმძღვანელობით, Smartwyre უზრუნველყოფს რეალურ დროში პროდუქტის, ფასისა და ფასდაკლების მონაცემებს მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის და საცალო ვაჭრებისთვის. სისტემა იძლევა წვდომას ხარჯების მენეჯმენტიდან კომერციულ ფასებამდე, აუმჯობესებს ინდუსტრიის მომგებიანობას და ხელს უშლის შეუსაბამობას წარმოების დონესა და ფერმერის რეალურ მოთხოვნას შორის.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს დენვერში, დამატებითი კომერციული და საინჟინრო გუნდებით ჩრდილოეთ კაროლინასა და ლონდონში, დიდი ბრიტანეთი. Smartwyre-ს აქვს შუალედური გეგმები ევროპასა და ლათინურ ამერიკაში კომერციული ოპერაციების დაწყებას.

What do you think?