in

Aesop Technology-მ Pre-Series A Funding პროგრამაში $2.95M დაფინანსება მოიპოვა

Aesop Technology – აშშ-ში დაფუძნებულმა ციფრული ჯანდაცვის სტარტაპმა, Pre-Series A Funding პროგრამაში $2,95 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

აღნიშნული სტარტაპ კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები აშშ-ს ბაზარზე გასაფართოებლად და ტექნიკური გუნდის გასაძლიერებლად, რის შედეგადაც კომპანიამ გადაიტანა საკუთარი სათაო ოფისი სან-ფრანცისკოში, ასევე წარადგინა ორი აპლიკაცია Epic App Market-ში. კოლაბორაციის მეშვეობით გასულ წელს ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად მათ გამოაქვეყნეს სტატია, სადაც აჩვენა მათი მოდელის პორტაბელურობა აშშ-ს საავადმყოფოებში.

აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ლონგის და CPO Jeremiah Scholl-ის ხელმძღვანელობით, Aesop მიზნად ისახავს მედიცინის განვითარების პროცესის ოპტიმიზაციას AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიით, რათა გააუმჯობესოს პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო გამოცდილება. ამისათვის კომპანია იყენებს პროფესორ იუ ჩუანს ლის, საერთაშორისო სამედიცინო ინფორმატიკის ასოციაციის დამფუძნებლისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის გამოცდილებას.სწორედ აღნიშნულ პიროვნებას ეკუთვნის, RxPrime-ის (ადრე ცნობილი როგორც MedGuard) სერვისის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს რეცეპტებში არასწორი მედიკამენტის გამოწერის რისკებს. RxPrime აღმოაჩენს პოტენციურ და აუხსნელ შეცდომებს რეცეპტებში და იძლევა ოპტიმალურ რეკომენდაციებს მრავალი პერსპექტივიდან (განყოფილების და საავადმყოფოს თვალსაზრისით) პაციენტის დიაგნოზის, ასაკისა და სქესის საფუძველზე.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote