in

Aerodyne Group – სტარტაპი, რომელიც ხელოვნურ ინტელქეტზე დაფუძნებულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს

500 Global-ის წევრი კომპანია Aerodyne მალაიზიური სტარტაპია, რომელიც მოღვაწეობს ხელოვნური ინტელექტის (AI), თვითმფრინავებისა და სხვადასხვა ტიპის სენსორების შექმნის სფეროში. ამ დროისათვის Aerodyne 23 ქვეყანაში ოპერირებს, სადაც დასაქმებულია 260-ზე მეტი ადამიანი, მათ შორისაა: ინჟინრები, დეველოპერები და ინდუსტრიის ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს უპილოტო საფრენი აპარატების მომსახურების სექტორში. ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში მათ განახორციელეს 60,000 საათზე მეტი ფრენის ოპერაცია.

აღნიშნული კომპანიის თვითმფრინავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისი შემუშავებულია და იმართება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, რაც ხარჯებს 20%-ით ზოგავს და მუშაობის პროცესს მომხმარებლებისათვის 400%-ით აუმჯობესებს.

მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება ასევე AI პლატფორმაში. AI edge computing საშუალებას აძლევს ჭკვიან ავტომატიზირებულ დრონებს, რომლებიც მუდმივად სწავლობენ და ადაპტირდებიან, ხოლო ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე დამუშავებული მონაცემთა ანალიტიკა საშუალებას იძლევა კომპანიის მიერ შეგროვებული მონაცემების ღრმა დომენის ანალიზს. ამ ინოვაციებს საბოლოოდ მივყავართ ავტომატიზებულ სერვისამდე, რომელსაც შეუძლია მონაცემების ზუსტად შეგროვება და დამუშავება მინიმალური ადამიანის ჩარევით.

What do you think?