in

კომპანია Topi-მ $45 მილიონი დაფინანსება მოიპოვა

ბერლინში დაფუძნებულმა სტარტაპ კომპანია topi-მ , Series A რაუნდში $45 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციების გაზრდისა და ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.

2021 წელს დაარსებული სტარტაპი – topi უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ საცალო ვაჭრობის მქონე კომპანიას ან მწარმოებელს შესთავაზოს Hardware-as-a-Service ბიზნეს მომხმარებელს. ვაჭრობის პარტნიორებს, ფინანსურ პარტნიორებს, სადაზღვევო პროვაიდერებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ინტეგრაციის საშუალებით, topi საშუალებას აძლევს პირდაპირ და ავტომატიზირებულ შეკვეთას ელექტრონული კომერციის, ტელეგაყიდვებსა და მაღაზიებში.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ topi-მ ასევე გამოაცხადა სტრატეგიული პარტნიორობა GRAVIS Computervertriebsgesellschaft mbH-თან, ელექტრონიკის ერთ-ერთ წამყვან საცალო მოვაჭრესთან გერმანიაში.

What do you think?