ისტორიის მანძილზე პირველად. Nvidia-ს საბაზრო კაპიტალი $3 ტრლნ გადააჭარბა, რის შემდეგაც კომპანიამ Apple-ის საბაზრო ღირებულებას გადააჭარბა და ის სიდიდით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა Microsoft-ის შემდეგ.
ცნობისთვის, საფონდო ბირჟაზე ბოლო 5 წლის მანძილზე Nvidia-ს აქციები 3,224%-ზე მეტით გაიზარდა და $1,200 მიაღწია რის შემდეგაც კომპანიამ აქციების 10-1-ზე გაყოფა დაანონსა, რომელიც 10 ივნისს განცხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ Apple იყო პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც $3 ტრლნ საბაზრო კაპიტალს მიაღწია 2022 წლის იანვარში. ერთ-ერთმა ტექ გიგანტმა Microsoft-მა კი
2024 წლის იანვარში საბაზრო ღირებულებამ 3 ტრლნ დოლარს მიაღწია.
მას შემდეგ რაც მაისში Nvidia-მ 2024 პირველი კვარტლის მოგება გამოაქვეყნა, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის გაყიდვები $26 მილიარდს შეადგენა, რაც სამჯერ მეტია ვიდრე ერთი წლის წინ იმავე დროს გამოიმუშავებდა. Nvidia-მ ასევე დაამარცხა უოლ სტრიტის მოლოდინები გაყიდვებისა და შემოსავლების შესახებ და განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში დაახლოებით 28 მილიარდი დოლარის შემოსავალს დააფიქსირებს.
Nvidia-ს ბოლო წლების ზრდა გამოწვეულია ტექ ინდუსტრიაში AI ჩიპების დეფიციტით, რომლებიც დიდი AI მოდელების შესაქმნელად გამოიყენება, როგორიც არის თუნდაც OpenAI-ის ChatGPT.
კომპანიები, როგორიცაა Google, Microsoft, Meta, Amazon და OpenAI, მილიარდობით დოლარის ღირებულების Nvidia-ს GPU-ს უკვეთავენ.