in

ჰუმანოიდური ტიპის ზოგადი დანიშნულების რობოტების დეველოპერულმა კომპანია Sanctuary AI-მ, Accenture Ventures-ისგან მორიგი ახალი ინვესტიცია მიიღო

Sanctuary AI -კანადაში დაფუძნებულმა ჰუმანოიდური ტიპის ზოგადი დანიშნულების რობოტების დეველოპერულმა კომპანიამ, Accenture Ventures-ისგან მორიგი ახალი ინვესტიცია მიიღო, რომლის ოდენობაც არ გახმაურებულა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციების გაფართოებისა და განვითარებისთვის.

აღმასრულებელი დირექტორის, გეორდი როუზის ხელმძღვანელობით, Sanctuary AI ქმნის ადამიანის მსგავსი ინტელექტის მქონე ზოგადი დანიშნულების რობოტებს, რომლებიც დაეხმარებიან ადამიანებს იმუშაონ უფრო უსაფრთხოდ, ეფექტურად და მდგრადად, რაც ხელს შეუწყობს იმ შრომითი გამოწვევების მოგვარებას, რომელთა წინაშეც ბევრი ორგანიზაცია დგას დღეს.

What do you think?