in

B2B გადახდების კომპანია Mondu-მ, Debt Financing რაუნდში დამატებით €30 მლნ ევრო მოიზიდა

Mondu – ბერლინში დაფუძნებულმა B2B გადახდების კომპანიამ, Debt Financing რაუნდში დამატებით €30 მლნ ევრო მოიზიდა, რომლის დაფინანასებაც Vereinigte Volksbank Raiffeisenbank-მა (VVRB) უზრუნველყო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ევროპის მასშტაბით ზრდის გასაგრძელებლად და შემდგომი გაფართოების გეგმების მხარდასაჭერად.

2021 წელს დაარსებული Mondu გთავაზობთ გადაწყვეტას, რომელიც საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტებს და ბაზრებს შესთავაზონ თავიანთ ბიზნეს კლიენტებს ევროპის მასშტაბით B2B გადახდის მეთოდები და გადახდის მოქნილი პირობები მრავალარხიან გარემოში, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ. მის ბიზნეს კლიენტებს უფლება აქვთ შეიძინონ და გადაიხადონ, როცა სურთ.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote