in

ქართული კომპანია Elven Technologies, Alef-ის მფრინავი ტაქსების EV-ბატარეებისათვის ცეცხლგაუმატარ გარსს დაამზადებს

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Elven Technologies ამერიკულ სტარტაპ Alef-თან ხელშეკრულების გააფორმის საფუძველზე, კომპანიის მიერ წარმოებულ მფრინავი ტაქსების ბატარეებისათვის სპეციალური ცეცხლგაუმტარ გარსს დაამზადებს.

“ნებისმიერ ელექტრომობილში იქნება ეს EVTOLs თუ მფრინავი მანქანები N1 პრობლემა არის ბატარეა, მისმა დაზიანებამ შესაძლოა ყველაზე ცუდ შემთხვევაში გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება ან სხვა სახის ზიანი. სწორედ Tesla-ს, Lucid-ს და Polestar-ს აქვს აღნიშნული პრობლემა. შესაბამისად ჩვენ გვსურს ვიყოთ უსაფრთხოების შემდეგ დონზე, Elven Technologies-მა კი უზრუნველყო გამოსავალი.”

Jim Dukhovny is the CEO of Alef Aeronautics.

შეგახსენებთ, რომ Elven Technologies ისეთი კომპოზიტური მასალების შექმნითაა დაკავებული, რომელიც ელექტრომობილის ბატარეებს აალებისგან დაიცავს. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ კომპანია თავდაპირველად 2015 წელს, კალიფორნიაში დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი ინვესტორიც Tesla-ს და SpaceX-ის ადრეული ინვესტორი, ტიმ დრეიპერიც არის.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote