in

ქართულმა სტარტაპმა Cargon-მა $1,7 მლნ მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა

Cargon-მა Sturgeon Capital-ის და სხვა პარტნიორების: Hustle Fund, Reflect Ventures, UzVc, Aloqa Ventures, Caucasus Ventures და Flexport -ის მონაწილეობით $1.7 მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა.

მათთვის კი ვინც არ იცნობს Cargon-ს გეტყვით, რომ იგი არის ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს გამგზავნს გადამზიდთან, ღილაკზე თითის ერთი დაჭერის მეშვეობით, ერთდროულად შესაძლებელია ფასის წინასწარ დადგენა, ტვირთის საიმედოდ გაგზავნა და გაადაადგილების რეალურ დროში მონიტორინგი.

აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ქართული სტარტაპის განვითარებას, რაც კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონების ათვისების გეგმაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote