სილიკონ ველიდან ჩამოსული მენტორები ფინალში გადასულ სტარტაპებს 21-25 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში გადაამზადებენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ათი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა.
150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები შეიცვალა და დაინტერესებულ პირებს 13 ივლისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდა 51 ფინალისტი.
31 ოტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 150.000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები, თელავის ტექნოპარკში, საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.