in

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Baidu-მ GPT – 4-ის კონკურენტი ენობრივი მოდელი წარმოადგინა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Baidu-მ პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის, Ernie 4.0-ის უახლესი ვერსია წარმოადგინა, რომელიც მათივე თქმით OpenAI-ის მიერ დანერგილ GPT-ს – 4 მოდელს უტოლდება.

პეკინში გამართულ კონფერენციაზე აღმასრულებელმა დირექტორმა რობინ ლიმ ყურადღება გაამახვილა მოდელის მეხსიერების შესაძლებლობებზე და აჩვენა, რომ რეალურ დროში აღნიშნულმა მოდელმა შექმნა სარეკლამო პოსტერები და ვიდეოებს.

Reuters-ი წერს, რომ Ernie 4.0-ს ახალ ვერსიას ანალიტიკოსებზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მათი შეფასებით, მოდელის გაუმჯობესება შესამჩნევი არ არის. 

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ ახლა ჩინეთს აქვს მინიმუმ 130 მსხვილი ენის მოდელი (LLM), რაც წარმოადგენს გლობალური მთლიანი რაოდენობის 40%-ს და ჩამორჩება მხოლოდ შეერთებული შტატების 50%-ს.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote