რატი კუნჭულიამ დამსწრე აუდიტორიას “დატამაინდის” დაფუძნების ისტორია გააცნო. “დატამაინდი” მონაცემთა საცავის დანერგვის ჭკვიან მექანიზმს სთავაზობს ბანკებს საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სტარტაპს $1 მლნ-ზე მეტი ARR აქვს და ახლა იწყებს მასშტაბირებას. რატის თანადამფუძნებელი აშშ-ში იმყოფება ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რატი და მისი გუნდი კი გლობალური ბაზრისათვის ამზადებენ ტექნოლოგიას.

23 აგვისტოს გამართულ კონფერნციას ახლადგახსნილ coworking სივრცე Ripple.space-ში ბათუმელმა დამფუძნებელმა ანა ავეჩბა უმასპინძლა, რომელმაც აუდიტორიას პროექტის შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ბათუმის ტექ-საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს.
“პირველ რიგში, ნამდვილად სასიხარულოა რომ ბათუმს კიდევ ერთი ახალი Coworking ოფისი შეემატა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ Coworking სივრცე არ წარმოადგენს მხოლოდ სამუშაო ადგილს, ეს არის სივრცე სადაც შენს „ქომუნითის“ ზრდი, სადაც იკრებ ახალ მეგობრებსა და ცვლი გამოცდილებას.
რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, დღეს განვიხილეთ ის გზა რაც ყოველშემთხევაში ჩვენმა სტარტაპმა „დატამაინდმა“ გაიარია, გადის ან მომავალში გაივლის. ვეცადე, რომ მაქსიმალურად გამეზიარებინა აუდიტორიისათვის ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები, რადგან როგორც იცით გამოცდილების გაზიარების კუთხით საქართველოში არც თუ ისე ხშირად იმართება საუბრები. ჩემს შემთხვევაში კი თავის დროზე, როდესაც მე და ჩემი გუნდი ვქმნიდით „დატამაინდს“ მსგავსი ტიპის საუბრები მნიშვნელოვნად აღმოგვაფხვრებინებდა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს, თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ შეცდომების დაშვება დამღუპველია. შეცდომები ცხოვრების ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, რომლისგანაც მრავალი რამის სწავლა შეგიძლია, ასე რომ ძალზე სასარგებლოდ ვთვლი აღნიშნული თემების გარშემო მსგავსი ტიპის კონფერენციებისა და ივენთების გამართვას.”
რატი კუნჭულია