in

საინვესტიციო კომპანია UK FinTech Growth Partners-მა, Growth Stage Fund დააფუძნა

UK FinTech Growth Partners – ლონდონში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ, Growth Stage Fund შექმნა.

ინიციატივის მხარდაჭერით, რომელიც უკვე უზრუნველყოფილია ინდუსტრიის ლიდერებისგან Barclays, NatWest, Mastercard, London Stock Exchange Group და Peel Hunt, FinTech Growth Fund ინვესტირებას განახორციელებს გაერთიანებული სამეფოს ფინტეკებში, ძირითადად B სერიებსა და IPO-მდე სერიებს შორის, რათა მათ შეძლონ მასშტაბირება გლობალურ დონეზე.

ფონდი წელიწადში საშუალოდ ოთხიდან რვა ინვესტიციას განახორციელებს, ინვესტიციებით 10-დან 100 მილიონ ფუნტამდე. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ყველა ინვესტიცია იქნება კაპიტალთან დაკავშირებულ ფასიან ქაღალდებზე.

საინვესტიციო კაპიტალთან ერთად, ფონდი გაუწევს მხარდაჭერას პორტფელის კომპანიებს, რათა დაეხმაროს მათ თავიანთი კორპორატიული ამბიციების მიღწევაში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote