Mixlab – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ვეტერინალურმა სააფთიაქო ქსელმა, რომელიც სპეციალიზირებულია შინაური ცხოველების რეცეპტების და ველნესი გადაწყვეტილებების მიწოდებაში, $10 მილიონი დაფინანსება მოაგროვა.
რაუნდს უძღვებოდა Vanterra Ventures და Lakehouse Ventures-ის მონაწილეობით.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები თავისი ზრდის გეგმების დასაჩქარებლად, ოპერაციებისა და პროდუქტების შეთავაზების შემდგომი გაფართოებისთვის, ტექნოლოგიური პლატფორმის გაუმჯობესების და მომგებიანობის მისაღწევად.
2017 წელს ვინი დემის, ფრედ დიჯოლსის და სტელა კიმის მიერ დაარსებული Mixlab არის შინაური ცხოველების სააფთიაქო ქსელი, რომელიც თანამშრომლობს ვეტერინარებთან, რათა გააადვილოს მათი რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტების მიწოდების პროცესი. დღეისათვის კომპანია ძირითადად ორიენტირებულია კომბინირებულ მედიკამენტებზე.
კომპანია ემსახურება ათასობით შინაურ ცხოველის მფლობელსა და ვეტერინარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესის ლაბორატორიებიდან.
Mixlab-ს ასევე მხარს უჭერენ Global Founders Capital, Sonoma Brands, Monogram Capital, Brand Foundry და სხვები.