in

კომპანია Tether Operations Limited-მა ქართული ფინანსური ბაზრის გაძლიერების მიზნით სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited – ის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა პაოლო არდოინომ მოაწერეს.

Tether საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს საქართველოში ბლოკჩეინ ინდუსტრიის გაძლიერებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და ქვეყნის გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებას, როგორც ლიდერი ტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. აღნიშნული პარტნიორობა არა მხოლოდ სასარგებლოა ქართული სტარტაპ გარემოსთვის, არამედ საგრძნობლად გაზრდის საქართველოს რეპუტაციას და გახდის მას მიმზიდველს, როგორც საერთაშორისო კომპანიებისთვის ასევე ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote