Presidio Medical – სამხრეთ სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა გლობალური კლინიკური სტადიის სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია Presidio Medical-მა, Series C რაუნდი $72 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.
რაუნდს უძღვებოდა Deerfield Management, არსებული ინვესტორები Invus Opportunities და Action Potential Venture Capital და შეუერთდა ShangBay Capital.
შემოსული თანხა მოხმარდება გუნდის გაფართოებას, წარმოების მასშტაბებს და მისი ULF™ SCS სისტემის გრძელვადიანი, მნიშვნელოვანი კლინიკური კვლევების ჩატარებას.
მაიკლ ონუშჩეკის, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Presidio Medical არის კლინიკური სტადიის სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს ტრანსფორმაციულ ნეირომოდულაციის პლატფორმას არასასურველი ნერვული აქტივობის დაავადებების სამკურნალოდ.