Carbon Robotics – ვაშინგტონში დაფუძნებულმა AI-ზე მომუშავე რობოტების მწარმოებელმა კომპანიამ, Series C რაუნდშ $30 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.
რაუნდს, რომელმაც მთლიანი თანხა $67 მლნ დოლარამდე გაზარდა , უძღვებოდა Sozo Ventures არსებული ინვესტორების Anthos Capital-ის, Fuse Venture Capital-ის, Ignition Partners-ის, Liquid2-ისა და Voyager Capital-ის მონაწილეობით.
პოლ მაიკსელის, აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის ხელმძღვანელობით, Carbon Robotics არის ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა LaserWeeder, კომერციული ლაზერული რობოტი. LaserWeeder იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ტექნოლოგიას, კომპიუტერულ ხედვას, რობოტიკას და ლაზერებს სარეველების კონტროლისთვის. ის იდენტიფიცირებს სარეველებს და მიზნად ისახავს მათ აღმოფხვრას. ხელსაწყოს 30 მაღალი სიმძლავრის CO2 ლაზერი იყენებს თერმულ ენერგიას სარეველას მერისტემის განადგურებისთვის მილიმეტრიანი სიზუსტით, ახლომდებარე კულტურების დაზიანებისა გარეშე. დღეისათვის რობოტებმა გაანადგურეს 500 მილიონზე მეტი სარეველა 40 სხვადასხვა კულტურაში და 2023 წელს ისინი აქტიურები იქნებიან აშშ-ს 17 შტატში და კანადის სამ პროვინციაში.