ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტექნოლოგიურ სფეროს მთავარ ფოკუსში AI-ს ენობრივ მოდელები მოექცა, რომელიც შემუშავებულ და დანერგილ იქნა Microsoft-ის, Google-ისა და OpenAI-ის მიერ. კომპანია Meta-მ კი გადაწყვიტა არ ჩამორჩენოდა ბოლოდროინდელ ტექნოლოგიურ ტენდეციებს და პარასკევს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში Meta-ს გენერალურმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა ახალი AI ენის გენერატორი სახელად – LLaMA წარდგინა.
LLaMA არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ინსტრუმენტი, რომელსაც Meta-ს განცხადებით შეუძლია ტექსტის გენერირება, წერილობითი მასალის შეჯამება, მათემატიკის თეორიების ამოხსნა და ცილის სტრუქტურების პროგნოზირებაც კი.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ LLaMa არ არის სისტემა, რომელთანაც ვინმეს შეუძლია საუბარი განახორციელოს პირიქით, ეს არის კვლევის ინსტრუმენტი, რომელიც Meta-ს განმარტებით მიზნად ისახავს AI ენის სფეროში წვდომის დემოკრატიზირებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ LLaMA შემდგარი იქნება ოთხი განსხვავებული ზომის მოდელისგან და Meta მას ხელმისაწვდომს გახდის არაკომერციული ლიცენზიით, რომელიც ორიენტირებულია კვლევის გამოყენების შემთხვევებზე.
კონკურენტებთან შედარებით, LLaMA განსხვავებულია, Meta-ს თქმით ის მოითხოვს “ბევრად ნაკლებ” გამოთვლით ძალას, და მის კონკრენტებთან შედარებით იგი ფოკუსირებას ახდენს სულ 20 ენაზე. აღინიშნოს ისიც, რომ საკუთარი 13 მილიარდი პარამეტრით, LLaMA უნდა აღემატებოდეს GPT-3-ს, მოდელს, რომელზედაც აგებულია ChatGPT. Meta ასევე აცხადებს, რომ LLaMA-ს შესრულება “უფრო სუფთა” მონაცემებს და “არქიტექტურულ გაუმჯობესებებს” ეფუძნება, რომელიც მის მეტ სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ამჟამად, LLaMA არ არის ინტეგრირებული Meta-ს არცერთ საჯარო პროდუქტსა თუ პლატფორმაზე. მაგრამ კომპანიამ LLaMA ხელმისაწვდომი გახადა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მკვლევარებისთვის. ინსტრუმენტზე წვდომისთვის მკვლევარებს შეუძლიათ მიმართონ Meta-ს მიერ მოწოდებული მოთხოვნის სპეციალური ფორმის საშუალებით. ინსტრუმენტზე წვდომა ინდივიდუალურად მიენიჭება აკადემიურ მკვლევარებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს აკადემიურ დაწესებულებებსა და კვლევით ლაბორატორიებში მომუშავე ადამიანებს.
Meta-ს მიერ LLaMA-ს გაშვება შესაძლოა მნიშვნელოვანი განვითარება იყოს AI ენის მოდელებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში Meta-ს რამდენიმე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჩეთბოტი გააჩნდა, რომელთა სახელიც BlenderBot და Galactica წარომადგენდა, თუმცა მათი არასტაბილური და არც თუ ისე ჭკვიანი ფუნქციების გამო მათ მრავალი კრიტიკა დაიმსახურეს, რამაც როგორც ვხვდებით მათ დროებით დაკონსერვება გამოიწვია.
საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ LLM არის პერსპექტიული AI ტექნოლოგია, რომელსაც აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია AI-ს ურთიერთქმედების გზაზე. თუმცა, როგორც ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიას, არსებობს რისკები და გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაიჭრას პასუხისმგებლიანი და ეთიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.
Meta-ს LLaMA არის საინტერესო დამატება LLM-ების მზარდი სიაში და კომპანიის ვალდებულება პასუხისმგებელი AI განვითარებისკენ არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით.
ვინაიდან LLaMA აგრძელებს განვითარებას და ინტეგრირებას ახალ აპლიკაციებში, მნიშვნელოვანი იქნება მისი გავლენის მონიტორინგი საზოგადოებაზე და იმის უზრუნველყოფა, რომ ის გამოყენებული იქნება ყველასთვის სასარგებლო გზებით.