შანხაიში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანია TandemAI-მ, რომელიც ორიენტირებულია მეიკამენტების აღმოჩენის ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციაზე, Series A რაუნდში $35 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.
რაუნდს უძღვებოდა Qiming Venture Partners OrbiMed-ის, Eight Roads Ventures-ისა და F Prime Capital-ის მონაწილეობით.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა გაზარდოს ლაბორატორიის მოცულობა 500-ზე მეტ ქიმიკოსისა და ბიოლოგის შემაგენლობით და გააგრძელოს გამოთვლითი ინსტრუმენტების განვითარება აშშ-სა და ჩინეთში ბიოტექნოლოგიური კლიენტების ბაზის გაფართოებისთვის.
TandemAI უზრუნველყოფს მედიკამენტების აღმოჩენის სერვისის პლატფორმას, რომელიც აერთიანებს გამოთვლით ხელსაწყოებს ლაბორატორიულ ბიოფიზიკას, სამკურნალო ქიმიასა და ბიოლოგიას, რათა მკვლევარებმა გააძლიერონ უკეთესი თერაპიული კანდიდატები უფრო სწრაფად და ეფექტურად.