Hypercraft – იუტას შტატში დაფუძნებულმა ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ელექტროძრავების მწარმოებელმა კომპანიამ, Seed Funding რაუნდში $6,5 მლნ დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
რაუნდს უძღვებოდა RevRoad Capital და სხვადასხვა ინდივიდუალური ინვესტორები.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დასაჩქარებლად, გუნდის გაფართოების მიზნით, EV ბატარეის კვლევისა და განვითარებისთვის და კაპიტალური დანახარჯების მხარდასაჭერად მასშტაბური წარმოებისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის ჯეიკ ჰოკსვორტის ხელმძღვანელობით, Hypercraft აშენებს და ყიდის ელექტროძრავის სისტემებს. მისი სისტემები მოიცავს- მოიცავს ძრავებს, ბატარეის მენეჯმენტს (BMS), მ მაღალი და დაბალი ძაბვის გაყვანილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ეკრანსა და დროსელს. ბატარეები ასევე შედის პაკეტის ფასში და Hypercraft შეიმუშავებს და აშენებს თავის HyperPack ბატარეებს 20 კვტ/სთ-დან 120 კვტ/სთ-მდე.
კომპანია თანამშრომლობს მანქანების 17 უნიკალურ მწარმოებელთან ტრანსპორტის მრავალ სეგმენტში, მათ შორის საზღვაო, საავტომობილო, სამთავრობო, სარბოლო და კომერციული.