Eat App – რესტორნების დაჯავშნის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ახალი რესტორნები და დაჯავშნონ ონლაინ ფორმატში. კომპანიის ცნობით, პლატფორმას დღემდე 6,500,000-ზე მეტი სტუმარი ჰყავს.
Eat ჯერ კიდევ 2015 წელს დაარსდა ნეზარ კადემისა და დევიდ ფეილარის მიერ. 2015 წლიდან დღემდე კომპანიამ $7,200,000 მლნ დოლარზე მეტი შეაგროვა, რომლის ინვესტიციაც 500 Global-მა, Middle East Venture Partners-მა (MEVP), Derayah VC-მა და სხვა საინვესტიციო კომპანიებმა განახორციელეს. კომპანია ამჟამად ფუნქციონირებს მთელს ახლო აღმოსავლეთში, ოფისებით ბაჰრეინსა და დუბაიში.
სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ რესტორნები, მოძებნონ და დაჯავშნონ მაგიდა ონლაინ რეჟიმში. ჯავშანი სინქრონიზებულია რეალურ დროში Restaurant Manager by Eat-თან, რესტორანში დაინსტალირებული დაჯავშნის სისტემასთან. ჯავშნის დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს დამადასტურებელ ელფოსტისა და SMS შეტყობინებას და შეუძლია ჯავშნის დეტალები გაუზიაროს მეგობრებს, განაახლოს ან გააუქმოს ჯავშანი. შედეგად Eat App სთავაზობს რესტორნებს დაჯავშნის სისტემას, რომელიც ცვლის ტრადიციული კალმისა და ქაღალდის მეთოდს, რათა მოხდეს ყველა ჯავშნის ციფრული ჩანაწერი.
2015 წლის თებერვალში Eat App-მა შეაგროვა 300 ათასი დოლარი ბაჰრეინში დაფუძნებულისაინვესტიციო ჯგუფისგან TENMOU. 2018 წლის ივნისში კი Eat-მა შეაგროვა $1.2 მილიონი დუბაიში დაფუძნებული Middle East Venture Partners-ისგან.