in

შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელმა კომპანია Pure Pet Food-მა, მრავალმილიონიან ინვესტიცია მოიზიდა

Pure Pet Food – გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელმა კომპანიამ, მრავალმილიონიან ინვესტიცია მოიზიდა.

მხარდამჭერები იყვნენ Mercia’s Northern Venture Capital Trust (VCT) ფონდები და NPIF – Mercia Equity Finance.

2012 წელს დაარსებული Pure Pet Food აწარმოებს პერსონალურ შინაური ცხოველების საკვებს მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით.

დაფინანსების უახლესი რაუნდი, საშუალებას მისცემს კომპანიას გააგრძელოს ზრდის გეგმების მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სერვისის (SaaS) პლატფორმის და მონაცემთა შესაძლებლობების განვითარება.

ხაზგასასმელია აქვე ასევე ისიც, რომ კომპანიის პროდუქტების გაყიდვები დაჩქარდა პანდემიის დროს, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა აირჩია ონლაინ ყიდვა და დარეგისტრირება მის სააბონენტო სერვისზე.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote