in

Mostat – პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც ცენტრალური გათბობის დისტანციური მართვის Wi-Fi თერმოსტატი შექმნა

Mostat-ის მიზანია გახდეს დინამიურად განვითარებადი ინოვაციური მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანია. სტარტაპის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ­ეკონომიკურ განვითარებას.

2015 წელს, სტარტაპმა მუშობა დაიწყო მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაზე, (Wi-Fi თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბებისთვის). 2015 წლის 1-ლ დეკემბერს პირველი Wi-Fi თერმოსტატის პროტოტიპი დამონტაჟდა და ჩაეშვა სატესტო რეჟიმში. 5 თვიანი სატესტო პერიოდი პროტოტიპმა წარმატებით გაირა, მიღებული მონაცემების შედეგზე დაყრდნობით კომპანიამ გადაწყვიტა პროტოტიპზე ბიზნესის კუთხით, ეწარმოებინა საქართველოში და შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისთვის.

2016 წელს, ზამთრის პერიოდში, თბილისის სხვადასხვა უბნებში სატესტო რეჟიმში დამონტაჟდა 10 თერმოსტატი. რამოდენიმე თვიანი დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Mostat-ის თერმოსტატმა შეძლო 10 მომხმარებელზე დაეზოგა ბუნებრივი აირის გადასახადი საშუალოდ 27%-მდე. ასევე მომხმარებლის გამოხმაურება იყო დადებითი კუთხით, ისინი აცხადებნენ, რომ კომპანიისთერმოსტატით მიიღეს არა მხოლოდ ბუნებრივი აირის მოხმარების დანაზოგი არამედ დამატებით მიიღეს ასევე კომფორტიც. დამატებით გავითვალისწინეთ მომხმარებლის რჩევები და შენიშვნები რის შედეგადაც შევქმენით ცენტრალური გათბობის სისტემის უკეთესი მართვის და კონტროლის ეკო სისტემა.

2016 წელს თერმოსტატის პროტოტიპი წარდგენილ იქნა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში, სადაც მოვხვდით სტარტაპების ბიზნეს ინკუპატორის 12 თვიან პროგრამაში. ტექნოპარკიდან მიღებული ცოდნისა და სერვისების შედეგად, საკმაოდ დიდი გამოცდილება და კონტაქტები დავაგროვეთ. 2017 – წელს, კომპანიამ ქართულ ბაზარს შესთავაზა პირველი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი სახელად “MOSTAT”-ი

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote