Terminal49 – სან ფრანცისკოში დაფუძნებულმა საზღვაო ტვირთების Live რეჟიმში მეთვალყურეობის პლატფორმის პროვაიდერმა, Series A რაუნდი $6,5 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Stage 2 Capital და Grand Venture Partners რის შედეგადაც თლიანი დაფინანსება $8.7 მილიონს მიაღწია.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.
Aksha Dodeja-ს, დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Terminal49 უზრუნველყოფს API-ს, რომელიც აკონტროლებს რეალურ დროში ოკეანის გადაზიდვებს და კონტეინერებს გადაზიდვის ხაზებიდან და ტერმინალებიდან, რომელიც გადააქვს მონაცემებს ცენტრალიზებულ საძიებო დაფაზე. მონაცემები ასევე ხელმისაწვდომია Push-ზე დაფუძნებული API-ით. შესაბამისად მის მომხმარებლებს აქვთ მყისიერი წვდომა კონტეინერის განახლებულ სტატუსებზე.
Terminal49 თვალს ადევნებს მილიონზე მეტ კონტეინერს ასობით მომხმარებლისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის Wayfair, Hillebrand და Mazda USA. Terminal49 ინტეგრირდება ყველა ძირითად ოკეანის გადამზიდავთან და აშშ-სა და კანადის ყველა ტერმინალთან და ასევე ახლახან დაემატა Southampton და London Gateway ტერმინალები.