in

კომპანია EarthOptics-მა, რომელიც სპეციალიზირებულია ნიადაგის გაზომვისა და ანალიზის სფეროში, Series B რაუნდი $27,6 მლნ დოლარის მოიზიდვით დახურა

EarthOptics – არლინგტონში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია ნიადაგის გაზომვისა და ანალიზის სფეროში, Series B რაუნდი $27,6 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.

რაუნდს უძღვებოდა Conti Ventures Rabo Food & Ag Innovation Fund (RFAIF), CNH Industrial, Louis Dreyfus Company Ventures და CHS and Growmark’s Cooperative Venture.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ხელსაწყოებზე წვდომის გაფართოებისა და ნიადაგის ჰიპერზუსტი ინფორმაციის მიწოდებისთვის.

2018 წელს ლარს დირუდის მიერ დაარსებული, EarthOptics არის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს ნიადაგის შემსწავლელი ახალი თაობის ტექნოლოგიებს, რომლიც მწარმოებლებს აწვდის ინფორმაციას მათი ნიადაგის ფიზიკური მახასიათებლების შესახებ. ის იყენებს მიწისთვის დაფუძნებულ სენსორებს, თანამგზავრებს, ნიადაგის ფიზიკურ ნიმუშებსსა გრონომიულ გამოცდილებას, რათა დაეხმაროს ფერმერებს მიიღონ მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებები თავიანთი მიწის შესახებ. ეს ტექნოლოგია აწვდის ინფორმაციას ფერმერებისთვის სასუქის გამოყენების ოპტიმიზაციაში, ნიადაგის დამუშავების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ნახშირბადის სეკვესტრის რაოდენობრივად განსაზღვრასა და ა.შ

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote