Gigged.AI – შოტლანდიაში დაფუძნებულმა HR tech ტიპის სტარტაპმა, Seed Funding რაუნდი £1.6 მლნ ფუნტის მოზიდვით დახურა.
რაუნდს ხელმძღვანელობდა Par Equity, არსებულ ინვესტორ Techstart Ventures-თან და Nile HQ-თან ერთად.
კომპანია გეგმავს გაიზარდოს თავისი გუნდი მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში, დისტანციურად და ასევე აქვს გეგამში მრავალი პარტნიორობა და ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წელს.
აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის რიჩ უილსონის ხელმძღვანელობით, Gigged.AI ახორციელებს AI-ის ალგორითმებს, რათა დაეხმაროს ბიზნესს მოიპოვონ მოთხოვნილი უნარების მქონე თანამშრომელი, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს და უფრო დიდ კორპორაციებს არსებული პერსონალის შენარჩუნებაში. პლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებლები არიან BBC, ATOS, Webhelp, Skyscanner, და FanDuel.