Cambrian Genomics – სან-ფრანცისკოში დაარსებული ბიოტექნოლოგიური კომპანია გახლდათ, რომელიც ლაზერზე დაფუძნებულ ტექნიკას იყენებდა დნმ-ის სინთეზისთვის
Cambrian Genomics ამტკიცებდა, რომ მას შეეძლო სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის შექმნა დნმ-ის ლაზერული ბეჭდვით. მან შეძლო დნმ-ის დაბეჭდვა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Roche, GlaxoSmithKline და Thermo Fisher Scientific. კომპანიამ მიიღო ინვესტიციები ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიცაა პიტერ ტიელი, ბრე პეტისი Makerbot-დან, ბრაიან ჯონსონი Braintree-დან, ჯეფ ჰამერბაჩერი Cloudera-დან, კარლ ბასი და ჯეფ კოვალსკი Autodesk-დან, დეივ ფრიდბერგი Climate Corporation-დან და ასევე 500 Global-იდანაც.
2014 წელს, Cambrian Genomics-მა მოიზიდა $10 მილიონი დოლარის დაფინანსება, რომელიც განკუთვნილი იყო დნმ-ის დასაბეჭდად სამრეწველო ქიმიურ და სასოფლო-სამეურნეო მრეწველობაში მომხმარებელთათვის. თუმცა მოგვიანებით 2015 წელს კომპანიის დამფუძნებელმა ოსტენ ჰაინცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მრავალი პრობლემების შექმნის შემდეგ კი, 2017 წლის დეკემბერში ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპანაიმ განაცხადა რომ ამოწურა თანხის შოვნის ბიოლუმინესცენციის იდეები და წყვეტს ფუნქციონირებას.
Cambrian Genomics-მა გამოიყენა კომერციულად ხელმისაწვდომი გენომის თანმიმდევრობა, ისევე როგორც ჰეინცის მიერ აშენებული სეკვენსერი. სეკვენსერმა მათ საშუალება მისცა აღედგინათ ფუძემდებლური დნმ, ვიდრე გაენადგურებინათ იგი თანმიმდევრობის პროცესში.