Hack The Box – გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა კიბერუსაფრთხოების პლატფორმის პროვაიდერმა, Series B რაუნდში $55 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
რაუნდს უძღვებოდნენ Carlyle, Paladin Capital Group, Osage University Partners, Marathon Venture Capital, Brighteye Ventures და Endeavor Catalyst Fund.
Hack The Box არის კიბერუსაფრთხოების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს, ბიზნესს, სამთავრობო ორგანიზაციებს და უნივერსიტეტებს გააუმჯობესონ თავდაცვითი უსაფრთხოების უნარები. 2017 წელს დაარსების დღიდან, კომპანიამ გააერთიანა გლობალური საზოგადოება 1,7 მილიონზე მეტი პლატფორმის წევრისგან და შექმნა პორტფოლიო 1500-ზე მეტი საწარმოს, მთავრობისა და უნივერსიტეტის კლიენტებისგან, რომლებიც გამოიყენებენ მის სასწავლო გარემოს თავიანთი კიბერუსაფრთხოების უნარების განსავითარებლად.
