Volvo Penta-მ, ნორვეგიაში დაფუძნებულ ბატარეებისა და ელექტროძრავების მწარმოებელ კომპანია Zem AS-ში ინვესტიცია განახორციელა, რომლის ოდენობაც არ გახმაურებულა.
შეძენით, Volvo Penta მხარს დაუჭერს Zem-ის ზრდას მისი დაარსებული ქსელის მეშვეობით, ხოლო Zem-ის გამოცდილება საშუალებას მისცემს Volvo Penta-ს დააჩქაროს განვითარების პროექტები. კომპანიები ერთად გააფართოვებენ და დააჩქარებენ Volvo Penta-ს დიაპაზონს და შესაძლებლობებს საზღვაო ელექტრომობილურობაში.
Zem არის როგორც საზღვაო ბატარეის სისტემების, ასევე სრული ელექტროძრავის მიმწოდებელი კომპანია. დღეს, Zem-ის მიერ წარმეუბული ბატარეებს იყენებენ დაწყებული ბორნებიდან, ოფშორული მიწოდების გემებიდან დასრულებული სამგზავრო გემებით.