Plesion Capital – ვენაში დაფუძნებულმა სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებულმა სარისკო კაპიტალის კომპანიამ, პირველი საინვესტიციო ფონდი შექმნა.
Plesion მიზნად ისახავს წინასწარი ინვესტიციების განხორციელებას პერსპექტიულ სტარტაპებში, რომელთა პროდუქტები და სერვისები დადებითად აისახება საზოგადოების ცხოვრებაზე სიღარიბის შემცირებაში და ეკონომიკური ზრდის ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.
ბენ ფინლეის, დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის ხელმძღვანელობით, Plesion Capital ამჟამად ორიენტირებულია აფრიკაში დაფუძნებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გადაჭრან ძირითადი სოციალური გამოწვევები მთელს კონტინენტზე. კომპანიის ფოკუსირებული სფეროები მოიცავს სასურსათო დაუცველობას, სუფთა წყალზე წვდომას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, როგორც ფინანსურ, ასევე ფიზიკურს.
საინაუგურაციო ინვესტიცია განხორციელდა უგანდაში დაფუძნებული XENO Corporation-ის $2 მილიონი ოდენობის რაუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა Beyond Capital Ventures.