BetterUp – მსოფლიოში ყველაზე დიდი ვირტუალური ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქოუჩინგის სტარტაპი გახლავთ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს ყველგან იცხოვრონ მეტი თავაჯერებულობით, მიზნებითა და სურვლიებით. კომპანია ეხმარება ადამიანებს მიაღწიონ მაქსიმალურ შესაძლებლობებს და მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი პოტენციალი – პირად და პროფესიულ ცხოვრებაში – ქოუჩინგის, საზოგადოებისა და უახლესი AI ტექნოლოგიის მეშვეობით.
პლატფორმა გთავაზობთ სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და სერვისებს კარიერული ქოუჩინგისთვის, მათ შორის რეალურ დროში მენტორობასა და უნარების განვითარებას ვირტუალური სესიების საშუალებით, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იმუშაონ ლიცენზირებულ თერაპევტთან ან კარიერიერულ ქოუჩთან. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ქოუჩინგის სერვისი სმარტფონისთ, ვიდეოს ან ლაივ ჩეთის სესიების საშუალებით. დამსაქმებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ BetterUp პლატფორმას თანამშრომლებისთვის, შეუძლიათ თვალყური ადევნონ თანამშრომლის პროგრესს ლიდერობის ეფექტურობასა და პროდუქტიულობაში.
ჯერ კიდევ2018 წელს BetterUp-მა წარადგინა თავისი “გაფართოებული ქსელი”, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ქოუჩინგს და მხარდაჭერის ფუნქციებს, როგორიცაა ძილის თვალყურის დევნება, ეფექტური კომუნიკაცია და სხვა. პლატფორმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ კარიერული რჩევების მიწოდებას, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას და თვალყურის დევნებას. 3000-ზე მეტი მწვრთნელისგან შემდგარი მსოფლიოს უდიდესი ქსელი, რომელიც გვთავაზობს მხარდაჭერას 64 ენაზე 70+ ქვეყანაში, მათ შორისაა 600+ ორგანიზაცია, მათ შორის NASA, Google, Snap Inc., Hilton, Warner Media და სხვა Fortune 1,000 კომპანიები.