in

9SLIDES – სტარტაპი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი პრეზენტაციის შექმნაში

დღეს გვსურს მოგიყვეთ 500 Global-ის აქსელერაციის მონაწილე ერთ-ერთ წარმატებულ სტარტაპ კომპანიის შესახებ, რომელიც დაკავებულია Cloud სერვისების განვითარებზე.

ალბათ ყველას გინახავთ, რომ ონლაინ პრეზენტაციებზე, ბევრი ადამიანი შემოიფარგლება მხოლოდ სლაიდების სხვა ადამიანებთან გაზიარებით. მაგრამ სლაიდები არ არის საკმარისი კონკრეტული ინფორმაციის საზოგადოების გასაცნობად. რა ხდება თუ სლაიდებთან ერთად ვიდეო მასალასაც გამოვიყენებთ? სწორედ ეს არის ის, რის განვითარებასაც 9Slides ისახავს მიზნად. 9Slides არის Cloud-ზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც აერთიანებს სლაიდებს ვიდეოსთან ერთად, რაც საკუთარ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან მულტიმედიური პრეზენტაციები. გამოქვეყნების შემდეგ, ეს პრეზენტაციები ხელმისაწვდომია ვებ-ბრაუზერის მქონე თითქმის ნებისმიერ დაკავშირებულ მოწყობილობაზე.

9Slides სერვისის მეშვეობით ნებისმიერი პრეზენტაციის გაშვებას შეძლებთ ნებისმიერ მოწყობილობაზე, რადგან აღნიშნული სერვისის ფლეირი არის ჩაშენებული HTML5-ში, ასე რომ პრეზენტაციების და ვიდეოს ნახვა შესაძლებელია სმარტფონის და პლანშეტური მოწყობილობების ფართო სპექტრზე. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ის ასევე მხარს უჭერს მრავალი ფაილის ფორმატს – არა მხოლოდ თქვენს ჩვეულებრივ PowerPoint ფაილებს, არამედ PDF-ებს, ან სხვა ტიპის დოკუმენტებს, რომლებიც შექმნილია სპეციალურ აპლიკაციებში, როგორიცაა Prezi, Apple’s Keynote ან თუნდაც Microsoft Excel. პრეზენტაციის დოკუმენტებისა და ვიდეოების ატვირთვის შემდეგ, 9Slides მოიცავს Cloud-ზე დაფუძნებულ რედაქტორსაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სინქრონიზაცია მოახდინოს.

სერვისი მუშაობს freemium მოდელზე, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს ატვირთოს ფაილები და შექმნას მულტიმედიური პრეზენტაციები. მაგრამ არის სერვისის პრემიუმ ვერსიაც რის შედეგაგაც თქვენ ისარგებლებთ გარკვეული პირივილეგიებით – მაგალითად, ურეკლამო ვიდეო ფლეირი, პაროლით დაცვა პრეზენტაციებისთვის ან სპეციალური ანალიტიკის მიწოდება.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს ისიც, რომ აღნიშნული სტარტაპი პარტნიორობას უწევს სპეციალურ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას მეწარმეებისთვის, რაც მას 45,000-ზე მეტ სტარტაპ კომპანიასთან აძლევს თანამშრომლობის საშუალებას, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში.

აქვე გეტყვით, რომ ცნობისათვის, 500 Global არის გლობალურ ვენჩორული და აქსელერატორი კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან მხარს უჭერს 81 ქვეყანაში 2600-ზე მეტი კომპანიას და 5000-ზე მეტ დამფუძნებელს. კომპანია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და ამ ხნის მანძილზე ახორციელებს ადრეულ ინვესტიციებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და ურჩევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები სტარტაპების სწრაფი ზრდისთვის. იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია შეიტყოთ 500 Global-ის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote