პარიზში დაფუძნებულმა კიბერ ჯაშუშობისა და კიბერ დივერსიის წინააღმდეგ მებრძოლმა კომპანია Tehtris-მა, €44 მილიონი ევროს დაფინანსება მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.
ელენა პოინსეტისა და ლ ორენტ ოუდოს მიერ, 2010 წელს დაარსებული კომპანია Tehtris ავითარებს TEHTRIS XDR პლატფორმას (eXtended Detection and Response) კიბერ თავდაცვის სერვისს, რომელიც აღმოაჩენს და ანეიტრალებს ცნობილ და უცნობ კიბერ საფრთხეებს რეალურ დროში ადამიანური ქმედებების გარეშე კომპანიებსა და საჯარო ადმინისტრაციაში. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოების ინციდენტების აღმოჩენისა და რეაგირების გაფართოებულ შესაძლებლობას.
2020 წლის ნოემბერში Series A რაუნდიდან €20 მილიონი ევროს დაფინანსების შემდეგ, კომპანიამ შექმნა 220 სამუშაო ადგილი საფრანგეთსა და ევროპაში და გახსნა შვილობილი კომპანიები გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და კანადაში. Tehtris-ში დასაქმებულია 260-ზე მეტი ადამიანი ევროპაში, რომლის მომხმარებლებიც 120-ზე მეტ ქვეყანაში არიან რეგისტრირებული.