EdgeQ – კალიფორნიაში დაფუძნებულმა 5G ქსელის უსადენო ინფრასტრუქტურის შექმნელმა კომპანიამ, Series B რაუნდში $75 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.
მხარდამჭერები იყვნენ Phaistos Investment Fund, Strategic Development Fund (SDF), EDBI, IRONGREY, ST Engineering, Yaletown, ClearSky და არსებული ინვესტორები.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები თავისი 5G + AI “Base Station-a-Chip”-ის წარმოების გასაძლიერებლად, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნა და განავითაროს საკუთარი ჩიპი.
აღმასრულებელი დირექტორის ვინაი რავურის ხელმძღვანელობით, EdgeQ არის ინოვატორი 5G სისტემებში, რომელიც ფოკუსირებულია კონვერგირებულ კავშირზე და პროგრამულად კონფიგურირებად AI-ზე. კომპანიამ შეიმუშავა „Base Station-a-Chip“, რომელიც სთავაზობს ოპერატორებს, ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერებსა და საწარმოებს შესაძლებლობას შექმნან, დააკონფიგურირონ და განათავსონ ეფექტური საჯარო და კერძო ქსელები. მასიურად ინტეგრირებული 4G + 5G + AI ჩიპი იყენებს როგორც RISC-V, ასევე ARM არქიტექტურებს.
კომპანიას ასევე აქვს ოფისები სან დიეგოში, კალიფორნიასა და ბანგალორში.