in

500 Global-ის 3 თვიან აქსელერაციის პროგრამას 15 სტარტაპი გაივლის

როგორც სათაურიდან შეიტყეთ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი მორიგი ახალი პროგრამის ფარგლებში კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს.

სტარტაპები მოიცავენ არა მარტო კავკასიის რეგიონს არამედ, გერმანიას, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებს. მათი რაოდენობა კი ასე გამოიყურება: Bonpara, CALEN AI, Crosscreators, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text’nPayMe და Voiceloft.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ პროგრამაში მონაწილეობისთვის აპლიკაციები შემოვიდა მთელი მსოფლიოდან. სტარტაპების დაახლოებით ნახევარი საქართველოში პროგრამაში მონაწილე კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ ხოლო დანარჩები მოიცავდნენ: ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპას, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 500 Global ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს.

500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote