საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ბანკთან და 500 Global- თან ერთად სტარტაპების ხელშეწყობას განაგრძობს და აქსელერაციის პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებს.
აქსელერაციის პროგრამას 500 Global წელიწადში ორჯერ ტარდება. ინტენსიური გადამზადების კურსში ჩაერთვებიან სტარტაპები მთელი მსოფლიოდან, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება 500 Global-ს, უკანასკნელი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 წელს შემოვიდა. 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ოთხი მათგანი – CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs – პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველიზე გაემგზავრა, რამაც სტარტაპერებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.