in

კომპანია Pudu Robotics-მა, რომელიც სპეციალიზირებულია კომერციული მომსახურების რობოტების წარმოებით Pudu Robotics, Series C რაუნდში ასობით მილიონი იუანის დაფინანსება შეაგროვა

Pudu Robotics – შენჟენში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია კომერციული მომსახურების რობოტების წარმოებით, Series C რაუნდში ასობით მილიონი იუანის დაფინანსება შეაგროვა.

მართაალია ბოლო რაუნდის მხარდამჭერების ვინაობა გახმაურებულ, თუმცა რაუნდი მიჰყვება წინა 15 მილიონი აშშ დოლარის C3 რაუნდს, რომელიც თებერვალში გამოცხადდა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები R&D-ის დასაჩქარებლად, ყოვლისმომცველი და ღია ეკოსისტემის შესაქმნელად.

2016 წელს დაარსებული Pudu Robotics არის თანამედროვე ტექნოლოგიაზე ორიენტირებული საწარმო, რომელიც ეძღვნება კომერციული სერვისის რობოტების დიზაინს, კვლევას და განვითარებას, წარმოებას და გაყიდვებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანის წარმოებისა და ცხოვრების ეფექტურობა.

კომპანიამ გამოუშვა რობოტების პროდუქტების მთელი რიგი კვების მიწოდებისთვის და ეს რობოტები ფართოდ გამოიყენეს რესტორნებში, კაფეებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და საოფისე შენობებში. იმავდროულად, Pudu Robotics-ის გლობალური პროდუქციის ხაზი გაფართოვდა ჭკვიან გამწმენდ რობოტებზე და ჭკვიან სადეზინფექციო რობოტებზე.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote