Fabric – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ჯანდაცვის სფეროს ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Walmart-ისგან, ვირტუალური მოვლის სერვისების მიმწოდებელი კომპანია MeMD შეიძინა, რომლის გარიგების ოდენობაც არ გახმაურებულა.
Fabric არის ჯანდაცვის სფეროს ტექნიკური კომპანია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჯანდაცვის პროვაიდერებს გაუწიონ ზრუნვა პაციენტებს, თანამშრომლებს. სასაუბრო ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური ადაპტაციური ინტერვიუების გამოყენებით, ის აერთიანებს ვირტუალურ და პერსონალურ ზრუნვას. კომპანიის მომხმარებლებში შედიან: Luminis Health, OSF HealthCare, MUSC Health, Highmark და Intermountain Health.