in

წყალბადის ტექნოლოგიის ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა Hydrexia Holding Limited-მა, Series D Private Equity რაუნდში მორიგი ახალი დაფინანსება მოაგროვა

Hydrexia Holding Limited – ჩინეთში დაფუძნებულმა წყალბადის ტექნოლოგიის ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა, Series D Private Equity რაუნდში მორიგი ახალი დაფინანსება მოაგროვა.

მართალია, გარიგების ოდენობა არ გახმაურებულა მაგრამ რაუნდს უძღვებოდა Qingdao Ocean Investment Group (“QOIG”), რომელსაც შეუერთდნენ წინა რაუნდის ინვესტორები SB China Venture Capital, Yixing Environment Science & Technology Fund, MY Tsinghua Capital და სხვები. D სერიის დაფინანსების დახურვით, Hydrexia-მ დაასრულა კერძო კაპიტალის დაფინანსების სულ ოთხი რაუნდი ბოლო 7 წლის განმავლობაში.

მოზიდული კაპიტალი საშუალებას მისცემს კომპანიას გააძლიეროს R&D და პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობები.

ალექს ფანგის, თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Hydrexia არის ინტეგრირებული წყალბადის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმწოდებელი გლობალური მასშტაბით. კომპანია სპეციალიზირებულია წყალბადის წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებაში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote