in

ციფრული ჯანმრთელობისა და დისტანციური მოვლის კომპანია Validic-მა, $12 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

ჩრდ. კაროლინაში დაფუძნებულმა ციფრული ჯანმრთელობისა და დისტანციური მოვლის კომპანია Validic-მა, $12 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

რაუნდს უძღვებოდა Kaiser Permanente Ventures, Arkin Digital Health, Green Park & Golf Ventures, Ziegler, Gore Range Capital, Greycroft Partners და SJF Ventures-ის მონაწილეობით.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები თავის ციფრულ ჯანმრთელობისა და დისტანციური მოვლის პლატფორმაში ინვესტიციების გასაგრძელებლად.

აღმასრულებელი დირექტორის, დრიუ შილერის ხელმძღვანელობით, Validic არის ციფრული ჯანმრთელობისა და დისტანციური მოვლის კომპანია, რომელიც მუშაობს პერსონალური მონაცემების შენახვაზე, რომლებიც აუმჯობესებს ჯანდაცვის მიწოდებას, აძლიერებს ურთიერთობებს და აძლევს ადამიანებს უფლებას ითამაშონ აქტიური როლი მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.

წამყვანი ჯანდაცვის პროვაიდერები, მედიცინის IT კომპანიები, როგორიცაა Mass General Brigham, Cleveland Clinic, Mayo Clinic და CVS Health, იყენებენ კომპაინის სერვისებს ქრონიკული მდგომარეობის პერსონალიზებული მართვის, დისტანციური მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერისთვის.

What do you think?