in

ციფრული გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა კომპანია Vass-მა, საკონსულტაციო პლატფორმა Copilot შეიძინა, რომელიც მონაცემთა საკონსულტაციო სერვისებშია სპეციალიზირებული

Vass – მადრიდში დაფუძნებულმა ციფრული გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა კომპანიამ, ნიუ-იორკში დაფუძნებული საკონსულტაციო პლატფორმა Copilot შეიძინა, რომელიც მონაცემთა საკონსულტაციო სერვისებშია სპეციალიზერებული.

შეძენით, Vass დააჩქარებს გასულ წელს დაწყებულ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გაფართოებას, ასევე გაზრდის მის შესაძლებლობებს Cloud პლატფორმაზე, მონაცემთა ანალიტიკაასა ავტომატიზაციაში.

2018 წელს დაარსებული Copilot ცნობილია საკუთარი გამოცდილებით Salesforce-ში, რომელიც ფლობს 90-ზე მეტ სერთიფიკატს ფინანსური სერვისების, უძრავი ქონების და ტექნიკური სტარტაპის ვერტიკალებში, რომლებიც ემსახურება კომპანიებს ჩრდილოეთ ამერიკაში.

რაც შეეხება Vass, იგი არის ციფრული გადაწყვეტილებების კომპანია, რომელიც იმყოფება ევროპის, ამერიკისა და აზიის 25 ქვეყანაში 4300-ზე მეტი პროფესიონალით. ისინი მხარს უჭერენ დიდ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ავითარებენ და ახორციელებენ ყველაზე ინოვაციურ და მასშტაბურ პროექტებს, სტრატეგიიდან ოპერაციებამდე.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote