in

შინაური ცხოველებისთვის სააბონენტო სერვისის მიმწოდებელმა Barkyn-მა, რომელიც აერთიანებს პერსონალიზებულ ჯანსაღ საკვებს ტელე-ვეტერინარულ სერვისებთან ერთად, Series A რაუნდში €3 მლნ ევრო მოიზიდა

Barkyn – პორტუგალიაში დაფუძნებულმა შინაური ცხოველებისთვის სააბონენტო სერვისის მიმწოდებელმა, რომელიც აერთიანებს პერსონალიზებულ ჯანსაღ საკვებს ტელე-ვეტერინარულ სერვისებთან ერთად, Series A რაუნდში €3 მლნ ევრო მოიზიდა.

რაუნდს, რომელმაც Seires A 8 მილიონ ევრომდე გაზარდა, FoodTech-ის სპეციალისტი Five Seasons Ventures ხელმძღვანელობდა. კომპანია შეუერთდა წინა ინვესტორებს Indico Capital Partners, All Iron Ventures, Portugal Ventures და Shilling Capital.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ახალი პროდუქტების შესაქმნელად, არსებული კვების და ტელე-ვეტერინარული სერვისის გასაუმჯობესებლად და ბიზნესის გაფართოებისთვის.

2017 წელს დაარსებული Barkyn აწვდის პერსონალურ საკვებს და ონლაინ ვეტერინარულ დახმარებას ძაღლებისთვის. ბრენდს აქვს 50-ზე მეტი პროდუქტი, დაწყებული საჭმლისა და საკვები დანამატებიდან, რომელსაც მხარს უჭერს 30-ზე მეტი ვეტერინარის შიდა ქსელი.

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ შექმნა Barkyn Complex, შინაური ცხოველების დაზღვევის პროდუქტი პორტუგალიაში, რათა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა შინაური ცხოველებისთვის და მათი მფლობელებისთვის.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote