in

ყავის ონლაინ marketplace პლატფორმა Cofe-მ, Series B რაუნდში $15 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

Cofe – საუდის არაბეთში დაფუძნებულმა ყავის ონლაინ marketplace პლატფორმამ, Series B რაუნდში $15 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

რაუნდს უძღვებოდნენ WAED Ventures და eWTP Arabia Capital.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.

ალი ალ-ებრაჰიმის მიერ 2018 წელს დაარსებული Cofe უზრუნველყოფს აპლიკაციას, რომელიც ყავის შეკვეთას სწრაფ და ეფექტურს ხდის და მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას საერთაშორისო ფრენჩაიზებისა და ადგილობრივი ყავის ბრენდების ფართო სპექტრზე მრავალი სერვისის საშუალებით. Cofe Market, პლატფორმის ელექტრონული კომერციის შეთავაზება, ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიძინონ ყავის მარცვლები, აპარატები და ყავის მოხარშვის სხვა აქსესუარები.

აპლიკაცია ამჟამად მუშაობს ქუვეითში, KSA, UAE და ეგვიპტეში.

What do you think?