თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) უპრეცედენტო ტემპით ვითარდება. ვირტუალურ ასისტენტებთან ყოველდღიური ამოცანების გამარტივებიდან დაწყებული მეცნიერული აღმოჩენების საზღვრების გადალახვით დასრულებული, ხელოვნური ინტელექტის გავლენა უდაოდ იზრდება. ყოველდღიურად, ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, ხდება მეტად ინტეგრირებული და შეუცვლელი.
საქართველოში კი Calen-ი AI თემაზე მომუშავე ერთ-ერთი ქართული სტარტაპია, რომელიც AI-ით აღჭურვილ ქართულ ენაზე მომუშავე ხმოვან ასისტენტებს ავითარებს.
რამდენიმე დღის წინ სტარტაპმა პირველი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი AI კოპირაიტერი წარადგინა, რომელიც სპეციალურად ქართული ბაზრისთვისაა შექმნილი. ეს ინოვაციური ინსტრუმენტი საქართველოში მოქმედი ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის კონტენტის შექმნის რევოლუციას გვპირდება.
წარმოიდგინე, რომ შეგიძლია წამებში შექმნა ზუსტად ისეთი ტექსტი, როგორიც გჭირდება. ტექსტი, რომელიც მოხიბლავს შენს მომხმარებლებს, გაზრდის გაყიდვებს და გაგიმარტივებს საქმეს. ჟღერს წარმოუდგენლად, არა?
სწორედ ამას გთავაზობს CALEN AI – უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ AI კოპირაიტერი. ეს არის გამორჩეული გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას მოგცემს სულ რაღაც 1 წუთში შექმნა ნებისმიერი სახის მარკეტინგული ტექსტი – დაწყებული სოციალური მედია პოსტებით, დამთავრებული გაყიდვების ზრდის ხელშემწყობი ოფერებით.

AppUp-თან საუბარისას Calen.AI-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ბესელიძემ CALEN.AI-ის დაარსებისა და AI კოპირაიტერის შექმნის შესახებ მოგვიყვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები გაგვაცნო:
აღნიშნული თემის გარშემო იდეა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაგვებადა, რადგან Calen AI-ის მთავარ მისიას ყოველთვის ქვეყანაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური სერვისების განვითარება წარმოადგენდა. ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად შევქმენით ქართულ ენაზე მომუშავე პირველი AI კოპირაიტერი. გარდა ბოლოს ნახსენებისა სხვდასხვა იდეებს ვტესტავთ თუ როგორ შეიძლება იყოს AI სერვისები გამოყენებული ბიზნეს სექტორის განსავითარებლად.
ირაკლის თქმით, რამდენიმე დღის წინ ბეტა რეჟიმში ჩაშვებული AI კოპირაიტერი მომხმარებლებს შესთავაზებს მარკეტინგული სტატიების დაწერის შესაძლებლბას მათ შორის მიაწოდებს ინფორმაციას სოციალური მედიის მარკეტინგის ტენდენციებისა და რჩევების შესახებ.
პირველი ქართული AI კოპივრაიტერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა დახურულ ბეტა ტესტირების რეჟიმში მომხმარებლისთვის ახალი სერვისების მიწოდება შეუძლია მათ შორის:
- ელ-ფოსტით მარკეტინგის წარმატებული სტრატეგიები შინაარსის მარკეტინგის (Content Marketing) ტაქტიკები
- SEO ოპტიმიზაციის მეთოდები საძიებო სისტემებისთვის
- ციფრული რეკლამის სიახლეები და ხერხები
- ვებ-ანალიტიკის გამოყენება მარკეტინგში
- ბრენდინგი და პოზიციონირება ონლაინ სივრცეში
რაც შეეხება სერვისის დასრულებული ვერსიის ჩაშვებას, მისი თქმით საბოლოო დასრულებული ვერსია 2-3 კვირის ვადაში გახდება ხელმისაწვდომი, რა დროსაც ცნობილი გახდება ასევე სერვისის გამოყენების საფასურიც.

სტარტაპის სამომავლო გეგმებზე საუბარისას ირაკლიმ კომპანიის რამდენიმე ახალ მიზანზეც გვესაუბრა:
გარდა კოპირატერის ფუქნციისა, ვფიქრობ შევქმნათ AI-ით აღჭურვილი თარჯიმანი, რადგან მასზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ ეტპისთვის ადგილობრივ ბაზრის განვთარებას ვგეგმავთ, ხოლო მომდევნო რამენიმე წლის განმავლბაში კი ჩვენი სერვისებს უკვე მეზობელ ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონზე გატანას ვგეგვამთ.